მარქსიზმი

მარქსიზმი
თეორია ეფუძნება მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის და ეკონომისტის კარლ მარქსის მოსაზრებებს. მარქსიზმი ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია ეკონომიკურ ლიბერალიზმთან რადგან ის ეკონომიკას განიხილავს არა როგორც დადებით ჯამოვან თამაშს არამერ როგორც ადამიანების ექპლუატაციის და კლასობრივი უპირატესობის ასპარეზს. მარქსისტები უფრო მერკანტილისტების შეხედულებას ემხრობიან, მაგრამ სახელმწიფოების მაგივრად ურთიერთობებს განაზოგადებენ კლასებს შორის. მერკანტილისტებისგან განსხვავებით ეკონომიკას პირველ ადგილზე აყენებნ და პოლიტიკას მეორეზე. კაპიტალისტური ეკონომიკა განიხილება კლასობრივ ჭრილში. შესაბამისად, კაპიტალიზმი ეყრდნობა ორ კლასს: ბურჟუაზია, რომელიც ფლობს წარმოების საშუალებებს და პროლეტარიატს, რომელსაც გააჩნია მხოლოდ სამუშაო ძალა, რომელსაც ბურჟუაზია მისგან ყიდულობს. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალისტური ეკონომიკა ექსპლუატაციაზეა დაყრდნობილი, მარქსი მას მაინც პროგრესულ მოვლენად განიხილავდა, რადგან განვითარების საბოლოო ეტაპს ხედავდა სოციალისტურ რევოლუციაში, რომლის შედეგადაც წარმოების საშუალებებზე დამყარდებოდა სოციალური/კოლექტიური კონტროლი. მარქსიზმის იდეოლოგია მატერიალისტურია, რადგან ის ეკონომიკურ საქმიანობას მიიჩნევს ყველა დანარჩენი ადამიანური საქმიანობის, პოლიტიკის ჩათვლით, საფუძვლად. შესაბამისად, ის ბურჟუაზიური კლასი, რომელიც ფლობს ეკონომიკურ სადავეებს ასევე დომინირებს პოლიტიკას რადგან ეკონომიკა არის პოლიტიკის საფუძველი. აქედან გამომდინარეობს მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიკის ჩარჩოებიც: სახელმწიფოები არიან ავტონომიურები. ისინი ახორციელებენ მმართველი კლასის, ანუ ბურჟუაზიის ინტერესებს. შესაბამისად, კონფლიქტები სახელმწიფოებს შორის, მარქსიზმის თვალსაზრისით არის იგივე კონფლიქტები სხვადასხვა სახელმწიფოების მმართველ კლასებს შორის. მეორე მოსაზრება კი ის არის, რომ როგორც ეკონომიკური სისტემა, კაპიტალიზმი არის ექსპანსიონისტური, რაც გამოიხატება გასაღების ბაზრების და მოგების გაუთავებელ ძიებაში. ისტორიულად ამ ექსპანსიას ქონდა იმპერიალიზმის ხოლო შემდეგ კოლონიალიზმის ფორმა. მარქსიზმის მიხედვით კაპიტალისტური ექსპანსია დეკოლონიზაციის შემდეგად გრძელდება, ამჟამად უკვე ეკონომიკური გლობალიზაციის საშუალებით, რომელიც იმართება გიგანტური ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ.
Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Полезное


Смотреть что такое "მარქსიზმი" в других словарях:

  • გრამში ანტონიო — მისი ნაშრომების მიხედვით რევოლუციური და კლასებზე ორიენტირებულ თეორიის შესახებ მსჯელობა შეიძლება მოხდეს მარქსის გვიანდელი ნაშრომების მეცნიერული მეთოდოლოგიის ფარგლებს გარეთაც. გრამში მარქსიზმს უწოდებს „პრაქსისის თეორიას“. გრამშიმ თავისი კრიტიკული… …   Georgian encyclopedia

  • ლუის მორგანი (1818-1881) — ამერიკელმა ანთროპოლოგმა ლუის მორგანმა შემოიტანა ევოლუციის იდეის საკუთარი ვარიანტი. ის იყო პირველი იმათ შორის, ვინც ევოლუციის ამოსავალი დაუკავშირა ტექნოლოგიის განვითარების იდეას. მორგანს სჯეროდა, რომ ევოლუციის ერთგვაროვნება და განგრძობითობა… …   Georgian encyclopedia

  • ტექნოკულტურა — მასობრივი კულტურისა და მომხმარებლური საზოგადოების ერთიანობას წარმოადგენს, სადაც სამომხმარებლო საგნები, კინო, ტელევიზია, მასობრივი იმიჯები და კომპიუტერიზირებული ინფორმაცია კულტურის დომინანტურ ფორმად გადაიქცევიან განვითარებულ მსოფლიოში და ასევე სულ …   Georgian encyclopedia

  • ფემინიზმი — • სიტყვა „ფემინიზმი”: ლათ. Femina ქალს ნიშნავს. ქალთა გამოსვლას მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების მიზნით დაერქვა ფემინიზმი. აქედან იღებს სათავეს ფემინიზმი. ამიტომ, როცა ამბობენ „ჩვენ ქალთა უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ფემინისტები არა ვართო” ეს… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»